Pages

Friday, March 18, 2011

რატომ არის საშიში აზარტული თამაშები

ცნობილია, რომ აზარტული თამაშები ეკლესიის მიერ არ არის დაშვებული. დღევანდელი ჩვენი თემა კი კონკრეტულად სამაგიდო თამაშებს ეხება. ყველა დროში ადამიანები თავს იქცევდნენ ნარდით, დომინოთი, ბანქოთი… ყველაზე გავრცელებული და პოპულარული თამაში ჯოკერია. ამის გამოყენება სათამაშოდ, აზარტული კუთხით უარყოფითი შედეგების მიზეზი შეიძლება გახდეს, მით უმეტეს, მართლმორწმუნე ქრისტიანისთვის. წმინდა მამათა დარიგება არის ასეთი – კარტს არ შეეხოთო. აზარტულ თამაშზე კი საერთოდ არ არის ლაპარაკი. . ყველა სიმბოლო, რაც არის კარტში, დაკავშირებულია ოკულტურ, კაბალისტურ ტრადიციასთან, რომელიც ახლოსაა იმ იეროგლიფებთან, რომლებიც გამოიყენებოდა ოკულტურ სამკითხაო პრაქტიკებში. ამ ყველაფერში გამარტივებულია რთული სიმბოლოები, ეს იქნება ჯვარი, აგური, ყვავი თუ სხვა. თანაგანცდა ამ ოკულტური და ეზოთერული საიდუმლოებებისა ადამიანს ჩაახედებს ისეთ ლაბირინთში, სადაც, არ არის სასურველი, რომ ჩაიხედოს. ზოგჯერ შეიძლება საპასუხოდ ისეთი მზერა დაიჭიროს იქიდან, რაც მას ამოუშლელ სულიერ ტრავმას მიაყენებს. – არის კარტით უწყინარი და გასართობი მკითხაობები, რომლებიც ძირითადად ახალგაზრდებშია გავრცელებული. – არანაირი მკითხაობა, ეს იქნება ნამდვილი თუ ხუმრობით, არ არის დაშვებული. ბავშვები შეიძლება ბევრ რამეს ეხუმრებოდნენ, მაგრამ სანამ ადამიანი დაიწვავს ხელს და მიხვდება, რომ მავნეა, მანამდე უნდა შეეშვას.უნდა დავუჯეროთ ეკლესიას და წმინდა გარდამოცემას, თუ რას გვირჩევენ ისინი. გვირჩევენ, რომ კარტის თამაში არის ცოდვა, ეს ცოდვა მოსანანიებელია. – ჭადრაკი, დომინო, ნარდიც ეკლესიის მიერ აკრძალულია? – არის თამაშები, რომლებიც ინტელექტუალური სპორტის სახეობაა.  ადამიანს ისედაც ცოტა დრო აქვს, რომ თავის სულის ცხონებას მოახმაროს და ამ დროს ის თავს იქცევს რაღაც არაფრისმომცემი გასართობებით, ეწყება აზარტი. აზარტული თამაშებისთვის ერთ–ერთი დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ ადამიანმა შეიძლება დაკარგოს კონტროლი, წააგოს ყველაფერი, რაც კი გააჩნია, მათ შორის – საკუთარი თავი და სულიც კი, რაც ხდება მისი ფსიქიკის დაზიანების მიზეზი. ასეთი არაერთი შემთხვევა ყოფილა. ბოშათა მომთაბარე ტომები ტაროს კარტს “წარმატებით” იყენებენ მაგიურ მკითხაობებში. ზოგადად დროის უქმად კარგვა, მკითხაობა, ამაოდ მეტყველება, უქმად თამაში, ეს ყველაფერი არის ცოდვა და დაუშვებელია. ამა თუ იმ გუნდის წარმატება სრულიად არ ნიშნავს ამა თუ იმ ერის სულიერ წარმატებას, პირიქით, შეიძლება ეს უკუმაჩვენებელიც კი იყოს. ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს ადამიანს გასართობი თამაშებისას.

1 comment: