Pages

Thursday, March 24, 2011

azartuli tamashebi

დამოკიდებულებას ლუდომანია ეწოდება. ლუდომანიას ნარკომანიის კლასიკური გამოვლინებები ახასიათებს - კერძოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რაც აზარტული თამაშების მიმართ ავადმყოფურ ლტოლვას განაპირობებს.
აზარტული თამაშების შედეგად ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის დასმა შესაძლებელია თუ ქვემოთ ჩამოთვლილი გამოვლინებიდან სამი მაინც გვაქვს სახეზე:
1. აზარტულ თამაშებში ხშირი მონაწილეობა და ამისთვის ფულის შოვნის მუდმივი მცდელობა.
2. აზარტულ თამაშებში გაცილებით დიდი ხნით მონაწილეობა, ვიდრე ამას მოთამაშე გეგმავდა.
3. ფსონის ზრდის მუდმივი მოთხოვნილება და ამის საფუძველზე აღზგნებადობის მიღწევა.
4. გაღიზიანების გამოვლენა თუ თამაში გადაიდო ან ჩაიშალა
5. ,,მოგებაზე ნადირობა”, ანუ როცა ერთი მარცხის შემდეგ მოთამაშე კვლავ დებს ფსონს მოგების იმედით და ასეთ ქმედებას იმეორებს ერთ დრეში რამოდენიმეჯერ – ყოველი მარცხის შემდეგ.
6. თამაშის შეწყვეტის ან შემცირების მცდელობები, რომლებიც უშედეგოდ მთავრდება.
7. თამაშის მიზნით ძირითად მოვალეობებზე უარის თქმა, სოციალური და პროფესიონალური მოვალეობების იგნორირება და თამაშში მონაწილეობა.
8. თამაშის გაგრძელება ვალების ზრდის მიუხედავად

No comments:

Post a Comment